04:38 - 10 May, 2026
|
2018-03-03 14:24:58, 1707 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში დედის დღე აღინიშნა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დედის დღე აღინიშნა. ბაღის სადღესასწაულო სივრცეში ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნამუშევრებისა და ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერეის მცენარეთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სტუმრად მისულ პატარებს კი ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი და „Show-Time“-ის გასართობი პროგრამა დახვდათ. სტუმრებს ბაღის დორექტორმა თამაზ დარჩიძემ უმასპინძლა და დედების დღე მიულოცა. "ბოტანიკური ბაღი სასიამოვნო და თბილი მოგონებების ადგილია. მჯერა, რომ ეს დღეც ჩვენი პატარებისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ დღედ იქცევა", - აღნიშნა თამაზ დარჩიძემ. ბოტანიკურ ბაღს საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მშობლებთან და შვილებთან ერთად სტუმრობდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)