|
2018-03-03 14:05:49, 1692 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს დედის დღე მიულოცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარ ქალებს დედის დღე მიულოცა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, თავშესაფრის ბენეფიციარებმა მას რამდენიმე პროექტის განხორციელებას სთხოვეს. “მინდა ყველა დედას მივულოცო. ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. თავშესაფარში მყოფებმა რამდენიმე პროექტის განხორციელება გვთხოვეს. ქალბატონებს სურთ პატარა მაღაზიის მოწყობა, ხოლო მამაკაცებს სპორტული მოედანი და ტრენაჟორები. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. სხვა მხრივ, აქ პირობები ნამდვილად ძალიან კარგია”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. თბილისის მერიის კუთვნილი მიუსაფართა თავშესაფარი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. ამჟამად თავშესაფარში 117 ბენეფიციარი ცხოვრობს. მათ ხუთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ემსახურება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)