|
2018-03-03 10:06:11, 1611 ნახვა
საზოგადოება
მურატ ჯიოევი: ქართული მხარე ტატუნაშვილის საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის "წარმომადგენელის" მურატ ჯიოევის განცხადებით, საქართელოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმის პოლიტიზირებას ცდილობს, - ამის შესახებ ჯიოევმა ოკუპირებულ ცხინნვალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს. როგორც ჯიოევმა აღნიშნა, ქართული მხარის მხრიდან ტატუნაშვილის გარდაცვალების დაუსაბუთებელ ვერსიებს ავრცელებს. "შევატყობინეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მონაწილეებს, თუ რატომ იყო დაკავებული ტატუნაშვილი და რა მოუვიდა მას დაკავების შემდეგ. თუმცა ქართული ხელისუფლება და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სიტუაციას ძაბავენ და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დაუსაბუთებელ ვერსიებს აყენებენ, მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას. ტატუნაშვილის გარდაცვალება ბუნებრივი გზით მოხდა, მაგრამ ქართული მხარე ამ საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს. ამიტომ, ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება გადავწყვიტეთ და მასალები სამედიცინო ექსპერტიზაზე რუსეთში გავაგზავნეთ“, - განაცხადა ჯიოევმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)