10:41 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 15:57:15, 2028 ნახვა

პოლიტიკა
კარენ კარაპეტიანი: ჩვენ რეალურად დავსახეთ მიზნები, თუ საით მივდივართ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრამ  თბილ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.

როგორც კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე  აღნიშნა, შეხვედრაზე როგორც ორმხრივი, ისე რეგიონალური საკითხები განიხილეს:

„ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე. ასევე, იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადავდგათ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ვისაუბრეთ ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროების შესახებ. შევთანხმდით  იმ ქმედებებზე,  რაც უნდა განვახორციელოთ  საიმისოდ, რომ ორი ქვეყნის ახალგაზრდების ურთიერთობამ მიიღოს ინტენსიური ხასიათი. საუბარი შეეხო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საკითხებსაც. უნდა დავაფიქსირო, რომ როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებული შეხვედრიდან ძალზედ კარგი განწყობით გამოვედით. ჩვენ რეალურად დავსახეთ მიზნები, თუ საით მივდივართ. დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობისა, ასევე,ეკონომიკური განვითარების გზაზე მიღწეული მაღალი მაჩვენებლისა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდი გვაქვს. მოხარული ვარ რომ აქ ბრძანდებით“,-აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics