03:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 14:30:41, 1579 ნახვა

საზოგადოება
ქართველი მეცნიერები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შვეიცარიულ გამოცდილებას გაეცნენ

შვეიცარიაში, ქ. დელემონში, სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრში (CABI) ქართველი მეცნიერები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

მეცნიერთა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შვეიცარიის სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრში აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოაგენტებზე ჩატარებულ თანამედროვე მეცნიერულ კვლევებს გაეცნენ.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა გაიმართა აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოლოგიური მტერის მორფოლოგიის, მისი გამრავლებისა და ბიოკონტროლის სისტემაში გამოყენების საკითხებზე. უცხოელ ექსპერტებს საქართველოში გასულ წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიმდინარე წლის ბრძოლის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებზეც მივაწოდეთ ინფორმაცია“, - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.  

ქართველმა მეცნიერებმა შვიცარიელი კოლეგებისგან სხვადასხვა რეკომენდაცია მიიღეს სამომავლოდ აზიური ფაროსანას ბიოკონტროლის შესაძლებლობების შესახებ. თანამშრომლობის მიზნით, დაისახა სამომავლო გეგმები, რომელიც  ახალგაზრდა კადრების გადამზადებასაც ითვალისწინებს.

ქ.დელემონის სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია, რომელიც  აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, ასევე, ახორციელებს გლობალურ პროგრამას „Plantwise“, რაც სხვადასხვა სერვისით ფერმერთა უშუალო დახმარებას ითვალისწინებს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics