04:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 12:02:00, 1540 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო - 1960 წლის შემდეგ, წელს საქართველოში მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი იყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1960 წლის შემდეგ, წელს საქართველოში მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი იყო. სააგენტოს ცნობით, თებერვალი ასევე თბილი იყო 1966, 1977 , 2009, 2016, და 2013 წლებში.

„მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, საშუალოდ, +3, +4°C შეადგინა. თებერვლის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +10°C, აღმოსავლეთ საართველოს ვაკე ტერიტორიაზე +3, +6°C, ხოლო მთაში და მაღალ მთაში -1, +5°C-ის ფარგლებში აღინიშნა.

ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+4, +6°C) სამხრეთ საქართვლოს მთიანეთსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაიკვირვებოდა.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მესამე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +21, +23°C-ს კოლხეთის დაბლობზე მიაღწია. თებერვლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები, თვის პირველ რიცხვებში აღინიშნა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე, ასევე, ზემო სვანეთში აბს. მინიმუმები -13, -16°C-მდე დაეცა. ნალექების რაოდენობის მიხედვით, თებერვლის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ მშრალი იყო. შედარებით ნალექიანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც ნალექების თვის ჯამები ნორმალურ მნიშვნელობებს დაახლოებით 30%-ით აღემატებოდა. ნალექების თვის მაქსიმალური რაოდენობა (70-100 მმ), ჩვეულებრივ, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა კოლხეთის დაბლობზე და მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (0-10 მმ) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics