2018-03-01 19:26:20, 2061 ნახვა
საზოგადოება
ნანი ბრეგვაძე ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მოსკოვში კონცერტს გამართავს
28 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია Crocus City Hall-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტში, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას მიიღებენ ვალერი მელაძე, თამარ გვერწითელი და ნინო ქათამაძე. კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩატარდება, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს.
Crocus City Hall-ის ინფორმაციით, სცენაზე ბრეგვაძესთან ერთად მისი შვილი, მომღერალი ეკა მამალაძეც გამოვა.
ავტორი: ,