21:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 11:41:40, 1535 ნახვა

სამართალი
NGO-ები: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა მოსამართლეთა თანანდებობაზე დანიშვნის მანკიერ პრაქტიკას აგრძელებს

კოალიციაში "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა აგრძელებს მოსამართლეთა თანანდებობაზე დანიშვნის მანკიერ პრაქტიკას.

"საბჭომ 22 თებერვალს 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა თანამდებობებზე,მათ შორის ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში არსებობდა მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება  წარსულში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ძირითადად დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, რა დროსაც საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს 14 მოსამართლის შერჩევის პროცესში არ მიეცა  მონაწილეობის საშუალება",-აცხადებენ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები.
მოცემულ ვითარებაში  კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია , მოხდეს სასამართლოსთან მიმართებით ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯების კრიტიკული გააზრება და არსებული პრობლემების  აღიარება.
ამ მიზნით კოალიცია იწყებს კამპანიას " მინდა ვენდო სასამართლოს" და მოითხოვს:
პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე; სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან;
პროკურატურა დაინტერესდეს და სრულფასოვნად გამოიძიოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო დანაშაულის შემთხვევა; პარლამენტმა დაუყივნებლივ გაატაროს რეალური რეფორმები, რის საფუძველზეც სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი ვეღარ შეძლებს კანონმდებლობა არაჯანსაღი მიზნებისთვის გამოიყენოს.

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2011 წელს შეიქმნა და 36 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics