01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 11:10:57, 1671 ნახვა

საზოგადოება
კოალიცია კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს“ იწყებს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იწყებს კამპანიას "მინდა ვენდო სასამართლოს".

სასამართლო სისტემის განვითარებისთვის წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, კოალიცია ყურადღებას გაამახვილებს მართლმსაჯულების სისტემასა და მის რეფორმაში არსებულ ხარვეზებზე. დაიგეგმება პრესკონფერენციები, აქციები და სპეციალური ღონისძიებები. კამპანიის ფარგლებში მედიაორგანიზაციებს ეტაპობრივად მოეწოდებათ ინფორმაცია სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ხელმოსაწვდომი იქნება კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევითი მასალები და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. კოალიცია გამოყოფს კონკრეტული მიმართულებით სპეციალურად შერჩეულ სპიკერებს, რომლებიც მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებენ.

კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასამართლოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ სრული სიმწვავით აჩვენა ის სისტემური პრობლემები, რომლის წინაშეც მართლმსაჯულება დგას.

"ნათლად გამოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში სასამართლოში გატარებული რეფორმები  ვერ აღწევს  მთავარ მიზანს-მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიერ, რომელთა კეთილსინდისიერება და კომპეტენცია ეჭვებს არ იწვევს",-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი შეფასებით, დღემდე მთავარ გამოწვევად რჩება სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის არასათანადო პოლიტიკური ნება.

"დღემდე სამ ტალღად განხორციელებულმა რეფორმებმა სისტემის რეალურად გაჯანსაღების მიზანს ვერ მიაღწია.ამის ძირითადი მიზეზი არასრულფასოვანი, დაგვიანებული და ხშირ შემთხვევაში  მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს მორგებული საკანონმდებლო ცვლილებებია.
მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისეთი არამოსამართლე წევრების დანიშვნა, რომელთა უმრავლესობამაც ვერ გამოავლინა სათანადო პტინციპულობა და რომელთა მხარდაჭერის გარეშეც საბჭო მოსამართლეთა გამწესებისა და სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა",-აღნიშნავენ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები.

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2011 წელს შეიქმნა და 36 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics