01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 17:26:14, 1323 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის მიერ საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, რომელშიც ჩართული იყო დევნილი მოსახლეობა, ასევე განიხილეს ამ მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები.

ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო გარემოს დაცვის კუთხით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  არსებული  ვითარება. საუბარი შეეხო აზიური ფაროსანასა და ამერიკული თეთრი პეპლის მიერ გარემოსა და მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს, ასევე კოლხური ბზის მდგომარეობას. აღინიშნა სპეციალისტების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხის შესწავლის აუცილებლობა, რადგან ხშირ შემთხვევაში მოსავლიანობის კლების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი მოვლაა.

ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე, რომელშიც თანაბრად იქნებიან ჩართული აფხაზი და ქართველი სპეციალისტები.

„მეტად მნიშვნელოვანია, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ 2018-2021 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებში მაქსიმალურად იყოს ჩართული საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა, რადგან ეს პირდაპირ აისახება დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics