23:59 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 12:38:02, 1434 ნახვა

საზოგადოება
ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ფინანსური საჭიროებების შეფასებასა და ბიომრავალფეროვნების ფინანსურ გეგმებზე იმსჯელეს

სასტუმროში  “Rooms Hotel Tbilisi”   პროექტზე - ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ფინანსური საჭიროებების შეფასებასა (FNA)  და ბიომრავალფეროვნების ფინანსურ  გეგმებზე (BFP) იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს,  ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის ფინანსური რესურსების მობილიზებისა  და ამ ფინანსების გონივრულად ხარჯვის ეფექტური მექანიზმები გააცნო.

შეხვედრა ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) ფარგლებში გაიმართა, რაც  ბიომრავალფეროვნების დაფინანსებასთან დაკავშირებულ გლობალურ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საქმინობების დაფინანსება საკმაოდ პრობლემატური საკითხია, სწორედ ამიტომ ფინანსური საჭიროებების შეფასების (FNA) მიზანია მოახდინოს ქვეყნის  ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად აუცილებელი  რესურსების რაციონალურად დაანგარიშება.

ბიომრავალფეროვნების ფინანსური გეგმის (BFP) მიზანია შეიმუშავოს ეროვნული საგზაო რუკა სხვადასხვა წყაროებიდან ბიომრავალფეროვნების დაფინანსების გასაუმჯობესებლად, მათ შორის დამატებითი რესურსების მოძიების, დანახარჯების ეფექტიანობის გაზრდის და სამომავლო დანახარჯების თავიდან აცილების გზით. ასევე, მნიშვნელოვანია   დაინტერესებული მხარეების პროცესში მონაწილეობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამომავლოდ დაგეგმილი ქმედებების წარმატებით განხორციელება.

შეხვედრას, რომელიც  გარემოს დაცვისა და სოსლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) ორგანიზებით განხორციელდა, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების, ბიომრავალფეროვნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics