23:12 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 16:34:59, 1806 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

კვირას, 4 მარტს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარიონეტული რეჟიმები ჩვენს უდანაშაულო თანამოქალაქეებს ხოცავენ. ყველას გვახსოვს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და სხვა არაერთი სასტიკი და დაუნდობელი ნაბიჯი სეპარატისტული რეჟიმებისგან.

აქციის მთავარი მიზანია, გამოვხატოთ სოლიდარობა კიდევ ერთი დაღუპული ქართველის მიმართ, რომელიც შეეწირა ოკუპაციას. კიდევ ერთი ქართველი გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობისა და რუსული სისასტიკის მსხვერპლი.

• ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ვთვლით, რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, ჩვენს პრინციპებსა და ფასეულობებზე, განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლასა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე.

• მიგვაჩნია რომ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას ეს ფაქტი გააერთიანებს და კვირას 18:30 საათზე, დავანახებთ ცივილიზებულ სამყაროს, რომ საქართველო დგას მშვიდობის მხარეს, ხოლო სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი ისევ ირჩევს ომის, მკვლელობებისა და ძალადობის გზას", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

https://www.facebook.com/events/168520787135818/





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics