12:07 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 14:30:58, 2064 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი - 2018-2019 წლების განმავლობაში საქართველოში 220-ზე მეტი განთავსების ობიექტის გახსნა იგეგმება

„ტურიზმის განვითარება და  ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის  ციფრებში გამოხატული შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის" გახსნაზე განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, აქტიური მუშაობის შედეგია, რომ საქართველოში იზრდება საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა, ვითარდება და ფართოვდება აეროპორტები და მიმდინარეობს ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილების სწორი განაშენიანების გეგმების შედგენა.

მინიტრის განმარტებით, ეს არის ძალიან დინამიური პროცესი, რომელიც საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ ტურიზმმა ქვეყანაში მეტი შემოსავლები მოიტანოს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას.

„2017 წელს შვიდ მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა, საიდანაც 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ტურისტი იყო. უახლოესი მიზანია 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი. სწორედ ეს გვიბიძგებს ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის და სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა ინვესტორებისა და ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2015-2017 წლების განმავლობაში, საქართველოში გაიხსნა 200-ზე მეტი განთავსების ობიექტი, 13,700-ზე მეტი საწოლი ადგილით; ხოლო 2018-2019 წლების განმავლობაში იგეგმება 220-ზე მეტი განთავსების ობიექტის გახსნა, 22,200-ზე მეტი საწოლი ადგილით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics