|
2018-02-27 14:19:55, 1608 ნახვა
საზოგადოება
უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია შეიქმნა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შეიქმნა. აპლიკაციის პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამართა. პრეზენტაციის შემდეგ აპლიკაცია მართვაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა. საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის/ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებული წესების დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი სარეკომენდაციო ხასიათის ინსტრუმენტების შემუშავება გახდა. „ჩვენ, უწყებები ვაგრძელებთ ერთ გზაზე სიარულს, რომელსაც ჰქვია შენარჩუნება ისტორიული მიღწევის-საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შენგენის სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი აპლიკაციის პრეზენტაცია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამ „Schengen/EU App“-ს გამოიყენებს არაერთი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ისინი იმისათვის, რომ უნებლიედ არ მოხდეს იმ დღეების ოდენობის დარღვევა, რომლის ფარგლებშიც მათ აქვთ მოგზაურობის უფლება, ეს ყველამ იცით, არის 180 დღიან პერიოდში მხოლოდ 90 დღე და არც ერთი საათით მეტი. ამიტომ, დღეების ეს ოდენობები რომ დავიცვათ, აპლიკაცია, როგორც ინსტრუმენტი, ჩვენს მოქალაქეებს დაეხმარება.მართალია , ევროკავშირის ელჩი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იყო და მათი ჩართულობით ეს აპლიკაცია შედგა, გვეუბნება, რომ დღეს არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეჩერდეს, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების უფლებას და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოს რაც შეიძლება ნაკლები მოქალაქე იყოს, რომელიც ამ რეჟიმს არღვევს, რომ ჩვენი მოქალაქეები არ არღვევდნენ ევროპული ქვეყნების კანონს, რომ თითზე ჩამოსათვლელმა არაკეთილსინდისიერმა ჩვენმა მოქალაქემ მთლიანად თაობებს არ შეუქმნას პრობლემა და არ მოხდეს ისე, რომ ეს ისტორიული მიღწევა ერთ დღეს დადგეს საფრთხის ქვეშ“,-განაცხადა წულუკიანმა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე იუსტიციის სახლის ფილიალებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში პასპორტის და პირადობის მოწმობების აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მომზადებული ბროშურა გადაეცემა. დღემდე 800 000-მდე ბროშურა დარიგდა. მოქალაქეების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და სწორედ ამ მიზნით სერვისების განვითარების სააგენტოში მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შეიქმნა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება, ჩაინიშნონ შენგენის/ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ სწორად დათვალოს 180-დღიან პერიოდში დასაშვები 90 დღე, რათა უნებურად არ დაარღვიოს უვიზო მიმოსვლის წესები. აპლიკაცია მარტივია და მოქალაქეებს აძლევს საშუალებას: • შეინახონ შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორია (მათ შორის, ქვეყნების მითითებით); • გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა; • სოციალურ ქსელებში გააზიარონ კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაცია. აპლიკაციას აქვს სამენოვანი ინტერფეისი: ქართული, ინგლისური და რუსული. აპლიკაცია დამხმარე ხასიათისაა და ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას. „Schengen/EU APP“-ს, ცხადია, არ გააჩნია რაიმე იურიდიული ძალა. აპლიკაცია სრულად შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე. „Schengen/EU App“ შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ევროკავშირისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით. მოგზაურობის დღეების გამომთვლელი აპლიკაციის წარდგენის შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან შენგენის ზონაში მოგზაურობის დღეების გამომთვლელი აპლიკაცია „Schengen/EU App“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა, რის შემდგომაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს აპლიკაციის მართვასა და მხარდაჭერას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები; დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები; სტუდენტები.
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)