15:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 12:36:39, 1635 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია: როცა ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას პასუხი არ გაუცია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ ქმედება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ე.წ. თერგის ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ბაზრებში ხანძრის შემთხვევების გამოუძიებლობა კითხვებს აჩენს.

„როცა წლების განმავლობაში მსგავსი ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას არ გაუცია იმ კითხვებზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ხანძრები, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ მიმართული ქმედება. ვფიქრობ, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს კითხვები მომხდართან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, ე.წ. თერგის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი 3 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics