04:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 11:31:52, 622 ნახვა

რეგიონი
აჭარაში საცხოვრებელ ფართს თანადაფინანსებით კიდევ ხუთი ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ ფართს თანადაფინანსებით კიდევ ხუთი ოჯახი შეიძენს.

აღნიშნულთანთან დაკვშირებით გადაწყვეტილება შერეული სამთავრობო კომისიის წევრებმა სხდომაზე მიიღეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი უახლოეს პერიოდში დაურეგისტრირდებათ.

სხდომაზე კომისიის წევრებმა ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიებიდან წარმოდგენილი შუამდგომლობებიც განიხილეს, რომელიც ითვალისწინებდა პროგრამაში 30 ეკომიგრანტი ოჯახის ჩართვას.

„კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება 16 ოჯახთან დაკავშირებით მიიღო. მათ გაეგზავნებათ შეთავაზების წერილი საცხოვრებელი ფართის მოძიების მიზნით, დანარჩენი ოჯახების მდგომარეობას სამუშაო ჯგუფი ადგილზე შეისწავლის. კომისიის გადაწყვეტილებით, ორი ეკომიგრანტი ოჯახის მდგომარეობის დამატებითი შესწავლის მიზნით გაეგზავნება შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას“ 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება, თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 111-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics