2018-02-27 01:46:45, 2105 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. ბაზრობიდან მოვაჭრეები ნივთების გამოტანას ცდილობენ - „ცეცხლი მეორადების მაღაზიაში გაჩნდა“
დიდუბეში ე.წ. თერგის ბაზრობიდან მოვაჭრეები თავიანთი ნივთების გამოტანას ცდილობენ.
ბაზრობაზე ხანძარი შენობის მეორე სართულზეა გავრცელებული. მოვაჭრეების თქმით, ცეცხლი ე.წ. მეორადების მაღაზიაში გაჩნდა და იქიდან გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე მანქანების მოძრაობა დროებით აკრძალულია. ხანძრის გამოწვევი მიზეზი და გავრცელების არეალი ჯერ უცნობია.
ადგილზე 35 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
ავტორი: ,