2018-02-27 01:53:48, 1871 ნახვა
საზოგადოება
თერგის ბაზრობაზე ხანძრის ჩაქრობას 35 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს
თერგის ბაზრობაზე ხანძრის ლოკალიზებას 35 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს. თევდორე მღვდლის ქუჩაზე, თერგის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მოვაჭრეების განცხადებით, თავდაპირველად ხანძარი საკანცელარიო მაღაზიაში გაჩნდა. მოვაჭრეთა ნაწილი ცდილობს ნივთების გამოტანას.
ტერიტორიაზე უსაფრთხოებისთვის იმყოფებიან შს სამინისტროს წარმომადგენლები.
ავტორი: ,