22:26 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 17:39:24, 1671 ნახვა

საზოგადოება
საარსებო წყაროების ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია და ამავე სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები ორიენტირებულია დევნილთა განათლებისა და გადამზადების ხელშეწყობაზე; მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე; დევნილთათვის საარსებო წყაროების გრანტების მოპოვებასა და სახელმწიფოში არსებულ საარსებო წყაროების პროგრამებშიმათი ჩართულობის მაჩვენებლის ზრდაზე.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები მორგებულია დევნილთა საჭიროებებზე და ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს.

სამოქმედო გეგმაში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც: საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, დახმარებას აღმოუჩენს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს სათბურების მშენებლობაში, ასევე  დაფინანსდება დევნილთა მცირე და/ან საშუალო საწარმოები. შედეგად, დევნილებს გაუჩნდებათ საკუთარი შემოსავალი და იქნებიან ფინანსურად დამოუკიდებლები სახელმწიფოსგან.

ცვლილებების თანახმად, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსუფლებამოსილება მიენიჭა დევნილების გარდა, პროექტები/პროგრამები  ეკომიგრანტების საარსებო წყაროს შექმნის კუთხითაც განახორციელოს. შესაბამისად, სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. 

დევნილთათვის საარსებო წყაროებზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სააგენტოს მუშაობის შედეგად არაერთი წარმატებული ცვლილება განხორციელდა:

• 2016-2017 წლებში საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამებით 3000 - ზე მეტმა დევნილმა ისარგებლა;

• წინა წლებთან შედარებით, დევნილების საარსებო წყაროების პროგრამებზე 2,500,000 ლარით მეტი დაიხარჯა;

• გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად, უკიდურესად გაჭირვებული დევნილი ოჯახებისთვის 900-ზე მეტი საარსებო წყაროს შექმნის პროექტი დაფინანსდა;

• სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის შედეგად 43% - დან 75% - მდე გაიზარდა დევნილების ცნობადობა საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ.

სააგენტოს ძალისხმევით, 2015 წელთან შედარებით, საარსებო წყაროების სხვადასხვა პროგრამაში ჩართულ დევნილთა რაოდენობა 2016-2017 წლებში მკვეთრად გაიზარდა. 

 

(NS$

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics