15:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 16:20:44, 1498 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრის მოადგილე - საქართველო „ევროპოლში“ მეკავშირე ოფიცერს გააგზავნის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრებზე თავშესაფრის მაძიებელთა და დანაშაულის სტატისტიკა განიხილეს.

როგორც ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, ორივე ქვეყანა მიესალმება იმ ღონისძიებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს.

„შეხვედრები გავმართეთ ჩვენს გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან ერთად. მათთან ერთად  დეტალურად განვიხილეთ თავშესაფრის მაძიებელთა მხრივ არსებული სტატისტიკა, ასევე დანაშაულის მაჩვენებელი. მაჩვენებლებში გვაქვს გარკვეული ზრდა, თუმცა  ეს  საგანგაშო არ არის. ჩვენს კოლეგებს გავაცანით საქართველოს მთავრობის  მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, იქნება ეს გვარის შეცვლის პროცედურის გართულება, რომელიც უკვე ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, თუ საინფორმაციო კამპანია, რომელიც უკვე დავიწყეთ. ჩვენი კოლეგები მიესალმებიან იმ ღონისძიებებს, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა. ასევე, ჩვენს გერმანელ კოლეგებთან დავაყენეთ საკითხი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის აღიარების თაობაზე, რომელიც ავსტრიას უკვე გახორციელებული აქვს. ვინაიდან ასეთი სტატუსი მნიშვნელოვნად ამცირებს თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების განხილვის ვადას, რაც  ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია.  კოლეგებს ასევე  სამომავლო გეგმები გავაცანით, კერძოდ დაგეგმილი ვიზიტი „ევროპოლში." ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მიერ  მოხდება შესაბამისი მემორანდუმების ხელისმოწერა, რის შემდეგაც ჩვენ უკვე შევძლებთ „ევროპოლში" გავაგზავნოთ ჩვენი მეკავშირე ოფიცერი, ასევე ინფორმაცია გავცვალოთ ოპერატიულად „ევროპოლის" უსაფრთხო არხების მეშვეობით. ზოგადად, ჩვენს კოლეგებთან შევთანხმდით, რომ მოხდება ოპერატიული ინფორმაციის უფრო ინტენსიური გაცვლა. დადებითად შეფასდა პოლიციის ატაშეების როლი, როგორც ავსტრიაში ისე გერმანიაში და ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს პოლიციის ატაშე სხვა ქვეყნებშიც მიავლინოს, ვინაიდან ეს ინსტიტუტი როგორც ჩანს ძალიან პოზიტიურია და ძალიან პროდუქტიულად მოქმედებს", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics