13:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-16 11:11:17, 352 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩმა თინათინ ხიდაშელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელებაზე და რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის სახელით საქართველოს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა. ელჩის განცხადებით, ევროკავშირის მხარე მზადაა ქართულ მხარესთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics