|
2018-02-26 14:35:59, 1621 ნახვა
საზოგადოება
„იცი, ვინც მოკლა შენი შვილი, თუ გინდა, მოგცემ იარაღს და მოსთხოვე პასუხი“ - დაპირისპირება ოქრუაშვილსა და რობაქიძეს შორის
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამირან (ბუტა) რობაქიძის მამასა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სოსო რობაქიძე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისგან სცდილობდა, მიეღო პასუხი კითხვაზე-ჩაუდეს თუ არა იარაღი ამირან რობაქიძესა და მის მეგობრებს. „თქვენ ოპოზიციაში რომ გადმოხვედით, ხომ თქვით მაშინ, რომ კაცის კვლები ხდებოდაო და კაცის კვლებს მავალებდნენო, რატომ მიატოვეთ ის გუნდი, ხდებოდა დანაშაულები ხომ? ოპოზიციაში გადახვედით იმის გამო, რომ თქვენს გუნდში რაღაც არ მოგეწონათ ხომ? თქვენ ერთი გუნდი იყავით, პატრულის სახის შენარჩუნებაზე იჩალიჩეთ ყველამ თავიდან ბოლომდე.ახლა ეს ხალხი, ნახევარი თქვენს ხელში რომ არის დანიშნული და პატრულიც თითქმის თქვენს ხელშია შექმნილი... მე თქვენ კითხვამს გისვამთ, როგორ ფიქრობთ, იაღი ჩადებული იყო თუ არა?“,-მიმართა რობაქიძემ ოქრუაშვილს. „კონკრეტული ადამიანი იცი, ვინც შენი შვილი მოკლა, თუ გინდა, მოგცემ იაღარს, მიდი და მოსთხოვე პასუხი“,-უპასუხა ოქრუაშვილმა. „რამდენი უნდა მოვკლა, ეგრე შენც მოსაკლავი ხარ“,-საპასუხოდ აღნიშნა სოსო რობაქიძემ. „ნეტა რამის თავი გქონდეს რა“,-მიუგო ირაკლი ოქრუაშვილმა. ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს დაკითხვისას აღნიშნა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე მომზადებული სიუჟეტი ( სიუჟეტები გადაცემა „პატრულში“ გადიოდა) არ უნახავს და არც ის იცის, ამ თემის განხილვა სამინისტროში რა დონეზე მოხდა. ბუტა რობაქიძის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გამოძიება განაახლა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის სიცოცხლე ყოფილი პატრულ-ინსპექტორის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გავარდნილმა ტყვიამ იმსხვერპლა. პროკურატურამ ბრალი 5 პირს- გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურაბ მიქაძეს წაუყენა. სახელმწიფო ბრალდება ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტზე საუბრობს. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო ბუტა რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. პროკურატურის ცნობით, 2005 წლის 29 დეკემბერს უდანაშაულო ახალგაზრდების მიმართ ყალბი ბრალდებით შედგენილი სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც საქმე 7 წლის განმავლობაში არ განიხილა და საბოლოოდ ახალგაზრდები ბრალდებისაგან მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდნენ, როდესაც საქართველოს პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ 2012 წლის დეკემბრში ახალგაზრდებს ბრალი მოუხსნა. ასევე პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტზე. „საქმის აღძვრა იმთავითვე ატარებდა ფორმალურ, თავლთმაქცურ ხასიათს, გამიზნული იყო გარდაცვლილის ოჯახის წევრთა თვალის ასახვევად და საზოგადოებრივი პროტესტის ჩასაცხრობად. ამის დასტურია ის, რომ საქმის აღძვრის შემდეგ საქმე თაროზე შემოდეს და 6 წლის მანძილზე არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარეს“,-ამბობენ პროკურატურაში. 2012 წლის 12 ნოემბერს გამოძიება განახლდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ: თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლი - ზურაბ მიქაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - გურამ დონაძე, თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი - ალექსანდრე გვაზავა , ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი - ლევან გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი - ზაზა ბაქრაძე. „აღმოაჩინეს რა, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ზურაბ მიქაძემ, ზაზა ბაქრაძემ, გურამ დონაძემ, ირაკლი ფირცხალავამ, დავით იაშვილმა და ალექსანდრე გვაზავამ გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა. ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს. ამის შემდეგ, გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს დონაძეს დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით“,-აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)