|
2018-02-26 13:09:57, 1505 ნახვა
საზოგადოება
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა იწყება
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და შსს-ს საერთასორისო ურთიერტობების სამსახურის ხელმძღვანელი ეკა მაჭავარიანი ესწრებიან. როგორც ვახტანგ მახარობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა მიმართული იქნება იმ კონკრეტულ გამოწვევებსა და პრობლემატიკაზე, რომელმაც უვიზო მიმოსვლის გამოყენების პროცესში იჩინა თავი:
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის ნინო ბოლქვაძის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა კომპლექსური საინფორმაიცო კამპანია იქნება, რომელიც შედგება როგორც მედიაკომპონენტისგან, ასევე საინფორმაციო მასალების მომზადებისგან: „ მთელი საქართველოს მასშტაბით ასამდე შეხვედრას ვატარებთ მხოლოდ მარტის თვეში, შემდეგ უკვე დავამუშავებთ სტატისტიკურ მონაცემებს, გავაანალიზებთ და შემდეგი თვის გეგმას ამის მიხედვით შევიმუშავებთ“,-აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


„დღეს ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღას, მოგეხსენებათ ჩვენ განვახორციელეთ პირველი ორი ეტაპი საინფორმაციო კამპანიისა, რომელიც უფრო მიმართული იყო მოსახლეობის ცნობადობის ამაღლებაზე, თუ რა უფლებები და მოვალეობები გვქონდა ჩვენ ევროკავშირის, შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის კონტექსტში, ხოლო მესამე ტალღა უკვე მიმართული იქნება იმ კონკრეტულ გამოწვევებზე, იმ კონკრეტულ პრობლემატიკაზე, რომელმაც თავისი იჩინა უვიზო მიმოსვლის გამოყენების პროცესში. შესაბამისად, მიმართული იქნება უფრო თავშესაფრის სისტემის უსაფუძვლოდ გამოყენების კონტექსტზე. თუ რა ზიანს მიაყენებს უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნა პირველ რიგში მოსახლეობას და ამავდროულად სახელმწიფოს. კრიმინალი არის ასევე ის თემა, რომელიც შეიძლება ითქვას, გამოწვევად იქცა, რომელიც თანმხლებია სამწუხაროდ თავშესაფრის მოთხოვნის.მოსახლოების ის ნაწილი, რომელიც ითხოვს თავშესაფარს, სამწუხაროდ, ასევე ერთვება/ჩართულია კრიმინალში. მთავრობას დაწყებული აქვს რამოდენიმე მიმართულებით მუშაობა. ეს არის საინფორმაციო კამპანია, ეს არის საკანონმდებლო ცვლილებები. როდესაც ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ჩვენ ხაზი უნდა გავსუვათ იმ ფაქტორს, რომ ერთის მხრივ გავამკაცროთ გარკვეულწილად პროცედურები, მაგრამ ამავედროულად არ უნდა შევზღუდოთ იმ მოსახლეობისთვის შესაძლებლობა, ისარგებლოს უვიზო რეჟიმით შენგენის ზონაში. ამავდროულად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან, ევროპულ ქვეყნებთან, თუ როგორ შერიძლება ერთობლივი ძალისხმევით მოიძებნოს გზები, რომ შემცირდეს და არ დადგეს უვიზო რეჟიმი საფრთხის წინაშე“,-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.



epn.ge (@expressnews.ge)