22:26 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 12:41:08, 1485 ნახვა

საზოგადოება
„ევროპული საქართველო“ ფაროსანასთან საბრძოლველად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

ევროპული საქართველო" გამოდის ინიციატივით, ფაროსანასთან საბრძოლველად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, გასულ წელს, ფაროსანამ საქართველოს მოქალაქეებსა და ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა.

"ხელისუფლების დაუგეგმავი და არასწორი ხედვის გამო,  წელს სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. სამეგრელო და იმერეთი შესაძლოა შიმშილის საფრთხის წინაშე დადგეს. საჭიროა მასშტაბური მობილიზება, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და დამატებითი რესურსების მობილიზება. ფაროსანას გამო 2017 წელს მხოლოდ თხილის ექსპორტი 151 მილიონი ლარით შემცირდა. ფაროსანა ანადგურებს სიმინდსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს. დასავლეთ საქართველოში ის უკვე ეპიდემიურ ხასიათს ატარებს. ფაროსანა 2015 წლიდან არის საქართველოში, ამის შესახებ მთავრობამ იცოდა თუმცა მათ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ტოტალური ომის გამოცხადების ნაცვლად, მათ მხოლოდ ფრაგმენტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. ჯერ კიდევ შარშან შესაძლებელი იყო ფაროსანას ჩაკეტვა და დამარცხება სამეგრელოს რამდენიმე რაიონში. ქართული ოცნება  არც წელს არ გვთავაზობს რამე ახალს. მალე საფრთხის წინაშე დადგება აღმოსავლეთი საქართველოც. მოსახლეობას არ აქვს განცდა, რომ მთავრობას პრობლების მასშტაბები ესმის. მოქალაქეებს ლეგიტიმური შიში აქვთ ხელისუფლების მიერ ნაყიდი პრეპარატების მიმართაც, რადგან არავის უფიქრია მათი საკმარისად ინფორმირება. დღეს უკვე შეწამვლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები დაგვიანებულია. ევროპული საქართველო გამოდის ინიციატივით  ფაროსანასთან საბრძოლველად გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. ფაროსანასთან ბრძოლას და დიდი ტერიტორიების შეწამვლას დასჭირდება ბევრი ადამიანი. საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხისა და მოხალისეების მასობრივი მობილიზება. პირადად ჩვენი პარტია მზადაა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა არმიის ჩართვაც - გამოიყოს დამატებითი ფინანსური რესურსი, რადგან კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე საჭიროა კომპენსაციებზე მუშაობა; ფაროსანასთან ბრძოლაზე სწრაფად დავამყაროთ კომუნიკაცია მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მის წინააღმდეგ ბრძოლა მათ ინტერესებშიცაა", - განაცხადა უგულავამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics