|
2018-02-26 11:01:48, 1854 ნახვა
საზოგადოება
გია მაისაშვილი გარდაიცვალა
56 წლის ასაკაში, პოლიტიკოსი, „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა. მაისაშვილს 2015 წელს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა. იგი მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა. გია მაისაშვილი 1962 წლის 24 ნოემბერს დაიბადა. მაისაშვილმა 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი. 1997 წელს დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა. მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც 2001 წლამდე კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარტამენტის უფროსი. 2003 წელს გია მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა. 2007 წლის 26 ივლისს მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“. 2008 წელს გია მაისაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)