|
2018-02-26 11:21:42, 1480 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილმა სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის სამუშაო ვერსია გააცნო
სასტუმრო “rooms hotel Tbilisi” „ტყის კოდექსის“ საჯარო განხილვა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს “ტყის კოდექსის“ კანონპროექტის სამუშაო ვერსია გააცნო. სამინისტრომ ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის შემუშავება 2014 წელს დაიწყო. კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (ENPI FLEG II)“, ფარგლებში, რომელიც განახორციელა მსოფლიო ბანკმა. შეხვედრას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. კანონპროექტის ძირითადი მიმართულებების განხილვის შემდეგ, მათ მიერ წარმოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის საბოლოო დოკუმენტში. კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციიდან" გამომდინარე, ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ემყარება. საქართველოს ტყეების მართვა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ასევე, დგინდება ტყის ახალი განმარტება და კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. თითოეული კატეგორიის ტყე გამოყოფილია მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე. კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება. შეხვერდას აღმასრულებელი და საკნანომდებლო ორგანოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)