08:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-25 15:18:15, 2252 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება პოლიტიკური აბსურდის გაგრძელება იყო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 44 მოსამართლის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით,  იუსტიციის უმარლესი საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ასევე ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე მან გორში ისაუბრა, სადაც ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა.

„პოლიტიკური აბსურდის გაგრძელება იყო სულ რამდენიმე დღის წინ იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის კიდევ ერთხელ უკვე საერთაშორისო მასშტაბით სკანდალურ თემებთან მიმართებაში.მოლაშვილის თემას გაგახსენებთ, მე კიდევ ერთხელ მივმართე საქართველოს პარლამენტს, რომ ის, რაც ვთქვით გავაკეთოთ, უკვე მერამდენედ  რაღაცას ვაანონსებთ და არ ვაკეთებთ. 2012 წლის შემდეგ რამდენჯერ დავაანონსეთ, რაღაცა ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ეს აბსურდი არ შეიძლება გაგრძელდეს.ერთი თვის წინ დავაანონსეთ გირგვლიანის შესწორებები და არაფერი იმის შემდეგ აღარ ხდება.იმწუთსავე მხარი დავუჭირე და ვთქვი,  ახლა მაინც... არაფერი. გირგვლინის შესწორებებზე პასუხი იყო იმ მოსამართლეების დამტკივება, რომელიც ჩვენ 2 დღის წინ ვნახეთ.სანამ არ იქნება გირგვლინაის შესწორებები ძალაში შესული, როგორც კანონი, მანამ გავაჩეროთ სამუდამო დანიშვნები იუსტიციის საბჭოში“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics