22:26 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-25 14:33:26, 1962 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის სასახლეში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

თბილისის მერმა პატივი მიაგო დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ქვეყნის წინაშე მათ დამსახურებაზე ისაუბრა.

„იუნკრები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. დიდია ამ ახალგაზრდების ამაგი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ხანგრძლივმა ოკუპაციამაც ვერ გააუფერულა მათი თავდადება და გმირობა. ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ თუ რამხელა იყო ამ ახალგაზრდების სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავითავისოთ ქართველ იუნკერთა თავდადება, მათი სამშობლოსადმი სიყვარული და ეს ყველაფერი მომავალ თაობებს გადავცეთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიების ფარგლებში პარლამენტის თბილისის სასახლის შიდა ეზოში, იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics