|
2018-02-25 14:30:23, 2020 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად, დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. საგზაო სამუშაოები იოანე პეტრიწის ქუჩის №8, №8ა და №8ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოებში, დაახლოებით 4300 კვადრატულ მეტრამდე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა ახალი ბორდიურები. საგზაო სამუშაოებისათვის 260 000 ლარია გამოყოფილი. კახა კალაძის განცხადებით, გაზაფხულიდან თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. „გაზაფხულიდან მთელ ქალაქში საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვიწყებთ. ყველა რაიონში იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ვფიქრობ, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილი დარჩება. ჩვენს მიერ დაანონსებული იყო აღმშენებლობის პროცესი და გაზაფხულიდან სწორედ ამ პროექტების განხორციელებას დავიწყებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი სარეაბილიტაციო სამუშაოებს თავდადებულის ქუჩაზეც გაეცნო, სადაც ასევე დაახლოებით 4300 კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. გარდა ამისა, თავდადებულის ქუჩა №14-ის მიმდებარედ, ამ დროისთვის მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები. (NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)