22:26 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-25 11:43:25, 1500 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორიამ ვერის ბაღში იუნკერ შალვა ერისთავის საფლავს პატივი მიაგო

25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული იუნკერის, შალვა ერისთავის საფლავი ვერის ბაღში გვირგვინით შეამკო, შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა შალვა ერისთავის საფლავზე დაღუპული ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 18-24 თებერვალს, შალვა ერისთავი, სამხედრო სკოლის კურსანტებთან ერთად, თბილისის დაცვისთვის იბრძოდა.

შალვა ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფა საკუთარ თავზე აიღო. მან ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გადაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს, რითაც თანამებრძოლებს საშუალება მისცა კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ და N4 სანგარი უკან დაებრუნებინათ.

თავდაცვის მინისტრთან ერთად შალვა ერისთავის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და მისმა მოადგილეებმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics