22:25 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-25 10:27:37, 1685 ნახვა

საზოგადოება
სუს-ის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე,საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.სუს-ის წარმომადგენლებმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს.

კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვენების საკითხზე.

„ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ცხედრის გადმოსვენება უმოკლეს ვადაში და ორი ადამიანის გადმოყვანა ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვლილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით და როგორც მათ განაცხადეს, დაკავებულები ვალდებული არიან ითანამშრომლონ მათ ე.წ. გამოძიებასთან, ამ მიმართულებით მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცაღა ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. აუცილებელია,  ადამიანებმა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია რაც შეიძლება მალე. ცხედრის გადმოსვნებასთან დაკავშირებით ჩვენ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გვქონდა მოლოდინი, რომ ეს მოხდებოდა უკვე დღეს, მაგრამ მათ სამწუხაროდ პოზიცია შეცვალეს. მათი განცხადებით, ეს სავარაუდოდ უნდა მოხდეს კვირის დასაწყისში, ორშაბათს ან სამშაბათს. ცხელი ხაზით მსგავსი ტიპის ინფორმაცია ჩვენ მივიღეთ მათგან”, – განაცხადა  კახაბერ ქემოკლიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics