23:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-16 10:07:33, 488 ნახვა

საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი), საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის, ქართული სექტორის, მე-10 კლასის, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები ეწვივნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მოზარდებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. მათ ასევე დაათვალიერებინეს მესაზღვრეთა პირადი შეიარაღება და ტრანსპორტი. სამმართველოს თანამშრომლები მოსწავლეებს მესაზღვრის პროფესიის შესახებ ესაუბრნენ და საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნეს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს კინოლოგიური სამსახური. ვიზიტის ბოლოს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახმელეთო საზღვრის ზოლი და სათვალთვალო კოშკურა. ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეთათვის მესაზღვრის საქმიანობის გაცნობა და საზღვრის დაცვის საკითხებში მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა, მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდა და მოსწავლეებში სამართალდამცავი უწყების მუშაობის შესახებ რეალური წარმოდგენის შექმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics