02:23 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-24 16:04:17, 763 ნახვა

რეგიონი
ახალგორის გამგებელი: არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ, დღეს გადასცემენ

ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ დღეს გადასცემენ.

ახალგორის გამგებელმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" დააკისრა.

"გუშინდელი შეთანხმების მიხედვით, ცხედარი ოჯახს სავარაუდოდ დღეს უნდა გადმოეცეს. თუ რამე სიახლე იქნება ჩვენ ეს გვეცოდინება და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები და ელჩები ვინც არიან ამ პროცესში ჩართული, ხელახლა ჩაერთვებიან. ოსურმა მხარემ მათ მისცა პირობა, რომ დღეს ქართულ მხარს გადასცემენ ცხედარს.

ეს არის კრიმინალების ბანდა, რომელიც მართავს იმ გარკვეულ ტერიტორიას, რომელიც დროებით არის წართმეული. მინდა განვაცხადო, რომ ეს სისხლი, რომელიც დაიღვარა, თავიდან ბოლომდე ამის პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც მოსახლეობასთან კითხვის დასმაც და ინფორმაციის მიწოდებავ არ იკადრა, ისე შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, მიაკუთვნა ახალგორი, რომელიც ეკუთნოდა მცხეთა-მთიანეთს“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ცნობისთვის, 22 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics