08:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 18:03:16, 2350 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს „გირგვლიანის შესწორებების“ მიღებისკენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადებისაკენ მოუწოდებს.

"პირველ რიგში, მინდა მოუწოდო საქართველოს პარლამენტს, რომ "გირგვლიანის შესწორებები", რომელზეც მე სრული მხარდაჭერა გამოვხატე და რომლის თაობაზეც აქტიურ მსჯელობას ველი უკვე ბოლო, ერთი თვეა. შესწორებები, რომლის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს სისტემის გაჯანსაღება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბევრ სირთულესთან მიმართებაში.

შესწორებების ეს ინიციატივა არ უნდა დავივიწყოთ და უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს. ვერ დაივიწყებს საქართველოს საზოგადოება უკვე მერამდენედ, ამ ინიციატივას. და მეორე, მინდა მოუწოდო იუსტიციის საბჭოს, რომ სანამ ეს შესწორებები არ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული კანონად, უვადო დანიშვნაზე განახორციელოს მორატორიუმი.

მე არ ვამბობ, რომ ამ ორი მოწოდებით ჩვენ რეალურად გადავწყვეტთ პრობლემას, მაგრამ დრამატულ პროცესებს შევაჩერებთ. ის, რომ ქართულ სასამართლოს სჭირდება გაძლიერება და გაჯანსაღება ამის თაობაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაკეთებ განცხადებებს.ეს გეგმა ნაწილობრივ მაინც შეაჩერებს იმ სირთულეებს, რასაც ჩვენ ვხედავთ სასამართლო სისტემაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics