|
2018-02-23 16:15:32, 734 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტული პოტენციალი ტალინის ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა
აჭარის ტურისტული პოტენციალი ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ესტონელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. რეგიონის ტურისტული პროდუქტები გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად წარადგინა. საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქვეყნისა და რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს გასცნობოდნენ, ასევე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ქვეყანაში მოგზაურობისთვის საჭირო საკითხების შესახებ. ტალინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „TUEREST 2018” ბალტიისპირეთში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა და მასში 34 ქვეყნის 511 ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ყოველწლიურად 28 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს. გამოფენაზე ხალხმრავლობით გამოირჩეოდა საქართველოს სტენდიც. ესტონელებისთვის საქართველო ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, შესაბამისად წლიდან წლამდე იზრდება ქვვეყნისა და რეგიონის მიმართ ინტერესი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ესტონეთში სარეკლამო კამპანიების წარმოება 2017 წელს დაიწყო და წელსაც გააგრძელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)