|
2018-02-23 14:40:28, 2040 ნახვა
სამართალი
შსს-მ ერთ კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი დააკავა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. „პოლიციის მხრიდან კრიმინალთან აქტიური ბრძოლა გრძელდება. სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, ჯამში, 0,5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, მათ შორის: 589.86 ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 191 აბი „სუბოქსინი", 18 აბი „მდმა", 437 აბი „ექსტაზი", 179 აბი „ბუპრენორფინი", 10 აბი „მეტადონი", 1 შეკვრა ოპიუმი და ა.შ. ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათ შორის - 5 ნარკორეალიზატორი. დაკავებულთა შორის, 8 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათ მიერ სხვადასხვა მუხლით ჩადენილი დანაშაული, 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 10 აბი „ექსტაზი" ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 427 აბი „ექსტაზი". პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დააკავა მათთან კავშირში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქე და უზბეკეთის 1 მოქალაქე, რომელთა პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 164 აბი „ექსტაზი" ამოიღო. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამინისტროს მიზანია დროულად აღიკვეთოს ნარკოტიკის გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოდანაშაული.
(NS)
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)