|
2018-02-22 17:38:06, 1752 ნახვა
კომენტარი
გერმანიის ელჩი ქართველ არალეგალებზე: ის რაც ხდება, გერმანიის ხელისუფლებისთვის მიუღებელია
საქართველოში გერმანიის ელჩის ჰაიკე ფაიჩის განცხადებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ელჩის განმარტებით, რეადმისია რეგულარული პროცესია და ის საქართველო-გერმანიას შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. ამასთან, ფაიჩმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება, იმისათვის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ მოხდეს. "ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აღარ აქვთ უფლება ევროკავშირში დარჩენის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არალეგალურად იმყოფებიან გერმანიაში და ქვეყნის დატოვება მოუწევთ. როგორც შენგენის ზონის სხვა ქვეყნები ასევე გერმანიაც, შემოდგომიდან ვხედავთ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. მჭიდროდ ვთანამშრომლოვთ საქართველოს მთავრობასთან. ველოდებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებას. ჩვენი და საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შევინარჩუნოთ და შეჩერების მექანიზმი არ ავამოქმედოთ. ველოდებით გერმანიაში საქართველოდან მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტებს, რომ ერთობლივი ღონისძიებები დავგეგმოთ, რადგან რაც ხდება გერმანიის ხელისუფლებისთვის მიუღებელია. მე არ ვიცი რას ნიშნავს, როცა მიუთითებენ რუსულ პროპაგანდაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ციფრებით, რომელიც მზარდია. სოციალურ ქსელებში კი, ხანდახან ბევრი უაზრობა ვრცელდება, რომელიც არადამაჯერებელია", - განაცხადა ფაიჩმა "იმედის" ეთერში. შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მათი გამოძევების მიზეზი ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობების დარღვევა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)