|
2018-02-21 19:00:47, 1654 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: პარლამენტისათვის რთულია ვეტოს გაზიარება და ამიტომ, არარაციონალურად იხარჯება სახელმწიფო რესურსი
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტმა მხოლოდ ფორმალურად დაძლია ვეტო და დარბაზშივეაღიარა, პრეზიდენტის ვეტოს არგუმენტების სისწორე. როგორც "მაუწყებლის შესახებ" ვეტოს დაძლევის შემდეგ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, დღეს არაფერი ახალი არ იხილა საზოგადოებამ პარლამენტში, რაცარაერთ ვეტოზე არ მომხდარა. "ჯერ დაძლევენ პრეზიდენტის ვეტოს თითქოს იმ მოტივით, რომ არგუმენტები არ არის ზუსტი და ასე შემდეგ, ცოტა ხანში, თვითონვე ცდილობენ ზუსტად ისცვლილებები შეიტანონ რაც ვეტოშია დაფიქსირებული. უბრალოდ, მათთვის რთულია პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება და ამიტომ, ასე არარაციონალურად იხარჯება სახელმწიფო რესურსი, დრო და ენერგია. დღესვე აღიარეს მათ, რომ ის ნაწილი, რაც ეხებოდა შესყიდვებს არასწორია და რაც წერია ვეტოში სწორი. და ცოტა ხანში ვნახავთ იმ აღიარებასაც, რომ დიახმედიაგარემოზე ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)