17:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 17:45:43, 1844 ნახვა

საზოგადოება
„112“-ში 24 საათის განმავლობაში 20 000 ზარი შედის - ერთი ოპერატორი, დაახლოებით, 350 ზარს პასუხობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დირექტორის მოადგილის, მაია გიორგაძის განცხადებით, „112“-ში 24 საათის განმავლობაში 20 000 ზარი შედის, ერთი ოპერატორი კი, დაახლოებით, 350 ზარს პასუხობს.

როგორც გიორგაძე აცხადებს, სამწუხაროდ, ამ ზარების დიდი რაოდენობა არამიზნობრივია.

„ჩვენ მუდმივად ვახდენთ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რომ არამიზნობრივი ზარები უნდა შემცირდეს, რადგან თუნდაც ერთი არამიზნობრივი ზარი „112“-ის ცენტრში ართმევს შესაძლებლობას იმ ადამიანს, ვისთვისაც გადაუდებელი დახმარება არის მნიშვნელოვანი, ვისთვისაც  წამები გადამწყვეტია. შესაბამისად, ამის კომუნიკაციას სისტემატურად ვახდენთ და შარშანდელთან შედარებით, 150 000 ერთეულით შემცირდა არამიზნობრივი ზარები „112“-ში, რისთვისაც მინდა, ჩვენს მოსახლეობას დიდი მადლობა გადავუხადო, გაწეული თანამშრომლობისთვის.

ზოგადად, ეს არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო გამოწვევაა, რომ არამიზნობრივი ზარები არის, რასაც  შესაბამისი კამპანიებით  ებრძვიან და კომუნიკაციას ამყარებენ  საზოგადოების გარკვეულ წრეებთან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ზარი.

ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნული მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობის თანამშრომლობით  არამიზნობრივი ზარები კიდევ უფრო შემცირდება“, - აცხადებს მაია გიორგაძე.


 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics