20:24 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 15:24:36, 936 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, თბილისში კიდევ ერთი საწარმო შეიქმნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული კომპონენტის  ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი ქონება საწარმოს შესაქმნელად  შპს „საქელექტროდს“ სიმბოლურ ფასად გადაეცა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქუჩაზე მდებარე 1985.00 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომელთა საბაზრო ღირებულებაც  146 530  ლარია, კომპანიამ 1 ლარად მიიღო. სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, შპს „საქელექტროდის“ მიერ გადაცემულ ქონებაზე  დაგეგმილია არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის საწარმო, სადაც  დაახლოებით 30 ადამიანი დასაქმდება. კომპანია ამისთვის 879 180   ლარს დახარჯავს და  წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს 45 ტონა ელექტროდის  წარმოებას.

 აღსანიშნავია, რომ შპს „საქელექტროდის“ პროდუქციის ექსპორტი კავკასიის რეგიონშიც განხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics