|
2018-02-21 13:03:25, 1358 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: საგადასახადო ინსტრუმენტების გამოყენებით მედიაზე რაიმე ტიპის ზეწოლას გამოვრიცხავ
ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, თავისუფალი მედია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია. ბახტაძის თქმით, აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოში არსებული მედიასაშუალებების დიდი რაოდენობა. ფინანსთა მინისტრი საგადასახადო ინსტრუმენტების გამოყენებით მედიაზე რაიმე ტიპის ზეწოლას გამორიცხავს: „რაც შეეხება თავისუფალ მედიას, ვიფქრობ პრემეირმა ძალიან დეტალური განმარტება გააკეთა. თავისუფალი მედია არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების. ჩვენ ძალაიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით. ყველას მინდა შევახსენო, იმ მედიასაშუალებების რაოდენობა, რომელიც დღეს საქართველოშია და ეს არის ძალიან კარგი. მე გამოვრიცხავ ნებისმიერი ტიპის ზეწოლას, ნებისმიერი ტიპის საგადასახადო ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს არის ჩემი გადასახედიდან ორი სხვადასხვა მომენტი - ბიზნესის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლობა არის ძალიან ტრანსფარენტული და თამაშის წესები არის ყველასთვის საერთო და ეს ვფიქრობ, ძალიან ტექნიკური საკითხია.თითოეული ქართული საწარმო არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ყველას შევახსენო, რომ ზოგადად, სააქციზო საქონელი და ამ შემთხვევაში, თამბაქო არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ჩვენი ბიუჯეტისთვის და მე პირადად, ტექნიკური თემა მგონია საგადასახადო ნაწილი ნებისმიერი თამბაქოს და არათამბაქოსმწარმოებელი ორგანიზაციის ურთიერთობა სახელმწიფოსთან, ეს არის ძალიან მარტივი საგადასახადო მომენტი”,-განაცხადა ბახტაძემ. ცნობისთვის, თამბაქოს მწარმოებელი ომეგა ჯგუფი, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ აფინანსებს, ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)