17:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 12:20:02, 1442 ნახვა

საზოგადოება
შატბერაშვილის N4-ში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შატბერაშვილის N4-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, განახლდება საკანალიზაციო სისტემა, გამოიცვლება მილები, რის შემდეგაც, გარე პერიმეტრზე, რეაბილიტირებულ მონაკვეთზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ.

„აღნიშნულ მისამართზე საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. წყალარინების გაუმართავი ქსელი კორპუსში მცხოვრებ 97 ოჯახს პრობლემებს უქმნიდა. შესაბამისად, ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადების საფუძველზე, გამგეობამ საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დააფინანსა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით, 50 000 ლარი გამოიყო. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობას, თუმცა უკვე ახალი წესით. ამ წესის მიხედვით, საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამხანაგობას სრულად, 100%-ით დაუფინანსდება. თავად ამხანაგობას კი, ეკისრება ვალდებულება, რომ დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს და საერთო ქონების ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მოვლა-პატრონობას მოახმაროს“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია შატბერაშვილის N4-ში დაახლოებით, ერთი თვეში  დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics