17:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 12:08:44, 1544 ნახვა

საზოგადოება
საფრანგეთის მთავრობა თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრებას გეგმავს

საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობისა და თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტის შეტანას პარლამენტში საფრანგეთის მთავრობა დღეს გეგმავს.

კანონპროექტის თანახმად, არალეგალი მიგრანტების დაკავების პერიოდი, რომელიც ამ ეტაპზე 45 დღეს შეადგენს, გაორმაგდება და 90 დღემდე გაიზრდება. ასევე მცირდება თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის ვადები, ხოლო მიგრანტები რომლებიც საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ მათ ერთწლიანი პატიმრობა და ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

გარდა ამისა, საფრანგეთის მთავრობაში სურთ, რომ ემიგრაციის საკითხებში უფრო მტკიცედ და სამართლიანად იმოქმედონ, ამიტომ კანონპროექტის თანახმად არასრულწლოვანი პირებისთვის თავშესაფრის მინიჭება მარტივდება და ორჯერ მცირდება ვადა, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო სტრუქტურებმა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადება უნდა განიხილონ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სონია კრიმის განცხადებით, მთავრობა მსგავსი ქმედებებით "ადამიანების შიშებას ეთამაშება".

"ყველა მიგრანტი არ არის ტერორისტი, უცხოელები ყოველთვის არ იტყუებიან მათი სოციალური მდგომარეობის შესახებ", - დასძინა ემანუელ მაკრონის პარტიის წევრმა.

BVA -ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საფრანგეთის გამოკითხული მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი იმიგრანტია.

2017 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 100 000-ს გადააჭარბა. აქვე Reuters-ი წერს, რომ რეკორდული მაჩვენებელი მაინც გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც თავშესაფარს 186 ათასი ადამიანი ითხოვდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics