08:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 09:55:50, 3234 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე დღეს იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს და ვეტოს დაძლევას გეგმავს.

„გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა არგუმენტებით ვეტოსთან დაკავშირებით, კანონპროექტთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს. მათი თქმით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში წარმოდგენილი ცვლილებები კერძო ტელეკომპანიებს და ზოგადად მედიაგარემოს დააზიანებს. 

პრეზიდენტის შენიშვნებს ასევე იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებენ, ვეტო არ დაძლიონ. მათი შეფასებით, წარმოდგენილი კანონი მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს.

ამავე პოზიციაზე არიან მედიაორგანიზაციებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის  სარეკლამო და სასპონსორო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდა  საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას. "მეორე მხრივ კი  ეჭვქვეშ  აყენებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რაც სხვა კომპონენტებთან ერთად კომერციული გავლენისგან თავისუფლებას გულისხმობს".

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, რაც პირვანდელი კანონპროექტის კენჭისყრას გულისხმობს, მის მისაღებად საჭირო იქნება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი - 76 ხმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics