15:01 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 20:45:48, 1306 ნახვა

რეგიონი
ხვალიდან აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევათა მატების გამო, სტუდენტების ვაქცინაცია იწყება

აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევათა მატების გამო, სტუდენტების არაგეგმიური ვაქცინაცია იწყება. აცრა, პირველ ეტაპზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუცრელ და არასრულად აცრილ სტუდენტებს ჩაუტარდებათ.

ინიციატივა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ეკუთვნის, მისი მიზანია დაავდების გავრცელების თავიდან აცილება.

„დღევანდელი მონაცემებით აჭარაში რეგისტრირებულია წითელათი ინფიცირების 221 შემთხვევა, მათ შორის ყველაზე მეტი რაოდენობა 64% ბათუმში აღირიცხება. განსაკუთრებით მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული 16 წელზე მეტ ასაკობრივ ჯგუფში ( 55%). ამიტომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივას სტუდენტების არაგეგმიური ვაქცინაციის შესახებ, რდგან მათ პოპულაციაში წითელას გავრცელების რისკი ყველაზე მაღალია“, - აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს დროულად მიმართონ კლინიკებს და ჩაიტარონ ვაქცინაქცია.

„შევახსენებ 40 წლამდე მოქალაქეებს, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და აუცილებლად აიცრან თუ არ ახსოვთ თავიანთი აცრის სტატუსი, აცრა უფასოა“- აღნიშნავს ზაალ მიქელაძე.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ სისტემატურად მიმდინარეობს წითელას აფეთქების ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები. კერძოდ, ბაღებსა და სკოლებში აღირიცხა ყველა ბავშვი, ვისაც არ ჰქონდა ჩატარებული წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან არასრულად იყო აცრილი, გაეწიათ რეკომენდაცია, რომ ვაქცინაციისთვის აუცილებლად მიემართათ იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სადაც იმყოფებიან აღრიცხვაზე. ცენტრის მონაცემებით მიმდინარე წელს წითელას საწინააღმდეგოდ ჩატარდა არაგეგმიური 3000-მდე აცრა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
ღობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics