10:33 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 14:20:17, 1644 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: ევროპაში მედიის მიერ ქართველების თემის წამოწევა, შეიძლება რუსული პროპაგანდის შედეგი იყოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის დედაქალაქებში კრიმინალის კუთხით, ქართველების თემის განსაკუთრებულად გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად რუსულ პროპაგანდას მიიჩნევს.

როგორც მარგველაშვილმა თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, კრიმინალი ყველა სახელმწიფოშია და ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენად ორგანიზებულად აღკვეთენ მას:

„ყველა სახელმწიფოში, ყველა ქვეყანაში, ყველგან  არიან კრიმინალები. სახელმწიფოები განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით, რამდენად ორგანიზებულად პასუხობენ ისინი კრიმინალს და რამდენად ორგანიზებულად აღკვეთენ კრიმინალს.ამ თვალსაზრისით ძალიან აქტიურად მუშაობენ ჩვენი პოლიციის ატაშეები ყველა ევროპულ დედაქალაქში.დღეს ყველგან ვაშინგტონში, ევროპის დედაქალაქებში საუბრობენ  რუსულ პროპაგანდაზე.რუსული პროპაგანდის შედეგია, როდესაც საქართველოში საუბრობენ,  რომ ევროპა ქართველობას წაგვართმევს,  რუსული პროპაგანდის შედეგი  შეიძლება იყოს რიგ შემთხვევეში, როდესაც ევროპის დედაქალაქებში სწორედ ქართველების მიმართ მედია არის  განსაკუთრებით მობილიზებული და ქართველების თემას განსაკუთრებით  წამოწევს“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა
აშშ-ის დაზვერვამ ტრამპი გააფრთხილა, რომ ისრაელს შეუძლია ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics