16:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 13:29:16, 1384 ნახვა

საზოგადოება
კალაძე იმედოვნებს, რომ მშენებელი კომპანიები უსაფრთხოების თვალსაზრისით ახალ რეგულაციებს გაითვალისწინებენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკანონმდებლო ორგანოს სამშენებლო რეგულაციების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრების საკითხთან დაკავშირებით, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების შესრულების მაჩვენებელი გაიზრდება.

„ჩვენი ინიციატივით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ყველას გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოება იყოს დაცული და მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს. იმედი მაქვს, ასეც მოხდება - გაიზრდება სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების შესრულების მაჩვენებელი და არა დაჯარიმებული კომპანიების რიცხვი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები ახალ რეგულაციებს გაითვალისწინებენ და ამ მიმართულებით, დედაქალაქში უსაფრთხო გარემო შეიქმნება.

„თითოეული ადამიანის სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა. არ შეიძლება გულგრილი ვიყოთ და არ გავუფრთხილდეთ მას. იმისათვის, რომ მივიღოთ უსაფრთხო გარემო, ერთი მხრივ, საჭიროა წესების არსებობა და მეორე მხრივ, მათი დაცვა. საჯარიმო სანქციები არ არის ერთადერთი საშუალება ამ წესების შესრულების უზრუნველსაყოფად. საჭიროა, შევთანხმდეთ ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე. ჩვენ მშენებლებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, რომელთაც ჩვენი ხედვები და მიდგომები გავაცანით. იმედი მაქვს, ისინიც გაითვალისწინებენ ცვლილებებს და უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics