2018-02-20 11:07:41, 1645 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის
თბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების ფაქტს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის.
,,ამ დაწესებულებაში უკვე ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. რამოდენიმე დღეში დამთავრდება მოკვლევა და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა , რომელსაც ჰქვია სისხლმდენი ჩუტყვავილა. კიდევ ერთხელ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ პატარას ოჯახს“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, თბილისის 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა.
ავტორი: ,