2018-02-20 10:33:37, 1477 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი ნისლის გამო, თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა
ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა.
კერძოდ, გაუქმებულია მიუნხენის თეირანის და სტამბულის რეისები.
კეივიდან მომავალი თვითმფრინავი ჯერ ქუთაისის აეროპორტში, შემდეგ კი თბილისში დაჯდა.
ასევე ქუთაისში დაეშვა მოსკოვიდან მომავალი რეისიც და თბილისის აეროპორტში მოგვიანებით გადმოფრინდა.
ავტორი: ,