|
2018-02-19 20:43:29, 1892 ნახვა
საზოგადოება
20 თებერვლის ანონსი
20 თებერვალს, 09:50 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის პროცესში, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფისთვის კოორდინირებული ქმედებების განსახილველად ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგზანიზებულ ფორუმს გახსნის. მისამართი: 26 მაისის მოედანი, 1 (სასტუმრო Holiday Inn Tbilisi) საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009 სახელმწიფო პოლიტიკა ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დაძლევისა და კეთილდღეობისათვის - სამშაბათს, 20 თებერვალს, 10:00 საათზე , სასტუმრო რედისონში მუნიციპალიტეტების ფორუმი გაიმართება. ორდღიანი ფორუმი მუნიციპალიტეტების მონაწილეობით მიზნად ისახავს ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების როლების და პასუხისმგებლობების განხილვასა და გააზრებას, რათა მოგვარდეს ოჯახების სოციალური დაცვის, ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის საკითხები და ასევე იმსჯელონ, რა მომსახურებები არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები. 22 თებერვალს, 11-ის ნახევარზე, სასტუმრო რუმსში კვლევის „სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი თბილისში" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. კვლევის მიზანი დედაქალაქში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის რამდენიმე შესაძლო სცენარის შედარებაა. ხვალ, 20 თებერვალს 10:45 ზე, სასტუმროში ,,ბილტმორი" საავიაციო ფორუმ #CONNECT2018 -ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე და საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი კარენ ბუტო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 20 თებერვალს, 11:00 საათზე, ევროპის მოედანზე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე ახალ პროექტს წარადგენენ. „112“-ის ახალი პროგრამა გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას. საკონტაქტო პირი: გვანცა პაპავაძე 591 004 931 20 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის მერიაში თბილისის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება. მის: ჟ.შარტავას 7 საპარლამენტო კონტროლის უზრუნველყოფის ფარგლებში, ხვალ, 12:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი დახურულ ფორმატში, გაეცნობიან სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. 20 თებერვალს 12:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე პირველი სასამართლო სხდომა ჩატარდება. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. ხვალ, 20 თებერვალს, 13:00 საათზე, ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტში ევროპული საქართველოს ფრაქციის ოთახში მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. თემა: საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08 თეონა ოთანაძე - 577 95 11 15 13:00 – ხაშურის რაიონული სასამართლო მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილის თავმჯდომარეობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ ჩატარებულ კონკურსში ნეპოტიზმის, მოქალაქეების სამსახურში პირადი შეუთავსებლობისა და შშმ პირის სტატუსის გამო არ მიღების ფაქტებზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელის განხილვას დაიწყებს. მის: ქ. ხაშური, კოსტავას ქ. #15 საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე, 599 291202 ხვალ, 20 თებერვალს, 15:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება შპს RMG GOLD-ის (საყდრისის) სამუშაოს წარმოების პირობების შეცვლის ანგარიშის საჯარო განხილვა. განხილვას დაესწრება ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი. საკონტაქტო ინფორმაცია: თეონა ოთანაძე - 577 95 11 15 ხვალ, 16.00 საათზე, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ედვოაკატებთან ერთად სპეციალურ მედია ბრიფინგს გამართავს. მისამართი: იურიდიული კომპანია "პროცესი" ადვოკატი, პარტნიორი 0108 თბილისი, მთაწმინდის შესახვევი 7ა, ბ.5, ვახტანგ კვიჟინაძე 577980314
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)